დავით დვალი: "ერთად დავამარცხოთ ეს დაავადება"
15 თებერვალი ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის თვითმმართველობამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მისმა მოადგილეებმა, ბექა ყანჩელმა და ნიკოლოზ ლატარიამ საკუთარი ხარჯებით ბავშვები გასართობ ცენტრში დაპატიჟეს და მათ გამოჯანმრთელება უსურვეს.
"დღეს არის ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ეს დაავადება, ამიტომ, ამ ბავშვებს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან",–განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა. მათ ბავშვებთან ერთად ტორტი საზეიმოდ გაჭრეს.
აქციას ქუთაისს მერიც შეუერთდა. შოთა მურღულიამ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მერის განცხადებით, ქალაქში ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება.
ამ დროის ქუთაისში ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის 11 ბავშვია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
















