|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო სკრინინგ აქცია ქუთაისში

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქუთაისის  მერიის, იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  და McDonalds-ის მხარდაჭერით ტარდება აქცია ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში:" ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად". კვირეული ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ ბაღში უფასო სკრინინგი მოეწყო. „ჩვენ დავგეგმეთ კვირეული, რომელიც ბათუმში გაიხსნა და დღეს ქუთაისში  მიმდინარეობს. საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ევროპაში ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ძირითადი მიზეზი - ინფორმაციის ნაკლებობაა. აქციის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სკრინინგის პოპულარიზაცია“, - განაცხადა ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერას“ დირექტოირმა მაკა დავითულიანმა.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა (რაც 5% მეტია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 972), მათ შორის 7 - მამაკაცებში (2013 წ. – 12). წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ავადმყოფი (2013 წ. - 6123). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა. იმერეთში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 99 ახალი შემთხვევა. კამპანიას დაასრულებს სარძევე ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო აქცია-მართონი  „სიცოცხლის გადასარჩენად“, რომელიც თბილისში გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა