|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განმარტებით, 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრის სექტორები გაგრილების სისტემითა და ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.

ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.

პირველი ივლისიდან გამოცდებში აბიტურიენტები ჩაერთვებიან, 5 ივლისს გამოცდას საგრანტო კონკურსის მონაწილეები ჩააბარებენ, მასწავლებელთა და მსურველთა გამოცდები 10 ივლისიდან დაიწყება, მაგისტრობის მსურველები კი საგამოცდო პროცესს 17 ივლისიდან შეუერთდებიან.

გამოცდები 24 ივლისს დასრულდება. 

ქუთაისში გამოცდები ქალაქის 1-ელ, 23-ე და 41-ე საჯარო სკოლებში მოწყობილ საგამოცდო ცენტრებში გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა