"ერთმანეთის თანადგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ"- მარეხი ნიჟარაძე [R]
,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს " მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში მარეხი ნიჟარაძე კვლად აქტიურ რეჟიმში ხვდება საფიჩხიის მოსახლეობას. ბადრიძის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად შეაჯამეს ბოლო წლებში ერთობლივად გადაჭრილი საკითხები და ისაუბრეს თითოეული ოჯახისათვის მნიშვნელოვან თემებზე.
საფიჩხიის მაჟორიტარობის კანდიდატი ყველა ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს პირადად ხვდება და მათ მდგომარეობას ეცნობა.
,,ყველა პრობლემას შეიძლება გავუმკლავდეთ. ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ თუ ერთმანეთის თანადგომით, დახმარების სურვილითა და სიყვარულით შევეჭიდებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ქალბატონი ნათელა ჩემთვის სიძლიერის და იმედის მაგალითია. მის სახეზე ყოველთვის ღიმილია. ვამაყობ, რომ მისი მეგობარი და თითქმის ოჯახის წევრი ვარ, მიგულეთ მე, მარეხი ნიჟარაძე თქვენს გვერდით ნებისმიერ დროს!"
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















