ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხზე, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხზე, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს. მოქალაქეთა საინიციატიცო ჯგუფის კითხვა - „გსურთ თუ არა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება?“ ცესკომ ოფიციალურად უკვე დაარეგისტრირა.
„ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი (შემადგენლობა: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა) და მათ მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“,- ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
არსებული კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავდაპირველად 200 000 ხელმოწერა უნდა წარედგინოს, რის შემდეგაც, რეფერენდუმის ჩასატარებლად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება საჭირო.
ავტორი:





21:51
11:02
16:29
16:27
















