"ეს არის აფიორა და უკავშირდება 2020 წლის არჩევნებს" -გიგა შუშანია ივანიშვილის განცხადების შესახებ
რა უშლიდა ბიძინა ივანიშვილს ხელს 7 წლის განმავლობაში წყალტუბო აეღორძინებინა, მითუმეტეს, ქუთაისში პარლამენტი ფუნქციონირებდა და პირდაპირ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული წყალტუბოსა და ქუთაისის განვითარება? - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, ივანიშვილის განცხადება წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დაპირებაა.
"ეს არის აფიორა და უკავშირდება 2020 წლის არჩევნებს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ისე როგორც 2012 წელს, მოატყუოს ხალხი არარეალური, ვითომ მისი პირადი ფინანსების ხარჯვის დაპირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართვეელი ამომრჩეველი ამით აღარ მოტყუვდება. რა უშლიდა ხელს ბიძინა ივანიშვილს 7 წლის განმავლობაში წყალტუბო აეღორძინებინა, მითუმეტს, ქუთაისში პარლამენტი ფუნქციონირებდა და პირდაპირ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან წყალტუბოსა და ქუთაისის განვითარება? მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქუთაისს ფუნქცია დაკარგვოდა და შესაბამისად, მიმდებარე მუნიციპალიტეტებს განვითარების პერსპექტივა მოსპობოდა", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, წინა არჩევნების დროს ივანიშვილი ხალხს დაპირდა რომ ყველა სოფელში იქნებოდა ინტერნეტი და საკუთარ ფულს დახარჯავდა ამისათვის, ეს პროექტი ჯერ არც დაწყებულა და ახლა უნდათ ბიუჯეტის ხარჯზე დაიწყონ და გაასაღონ, როგორც ქართული ოცნების ნოუ ჰაუ.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















