"ეს არის ქუთაისის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული მავნებლობა"
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ეხმიანება. გიგა შუშანია ფაქტს ქუთაისის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს და მოსალოდნელ შედეგებზე წერს.
"ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლების უზურპაციის გარდა, ქუთაისს გაუუქმა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მას. ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ქალაქში სამუშაო ადგილების შემცირებას, მოსახლეობის გაღარიბებას, მოსახლეობის (განსაკუთრებით, ახალგაზრდების) გადინებას და ა.შ. ეს არის ქუთაისის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული მავნებლობა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას და განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არწმუნებდნენ ქუთაისელ ამომრჩევლებს, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საპარლამენტო სტატუსის გაუქმებას. დარწმუნებული ვარ, ქუთაისელებმა კარგად გაითავისეს, რომ ქართული ოცნების დაპირებები სიცრუე და თვალში ნაცრის შეყრაა და 21 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემენ ქუთაისის გადამგდებ პოლიტიკურ ჯგუფს და მათ კანდიდატებს",-წერს შუშანია.
შეგახსენებთ, პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















