|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დეპუტატი "ქართული ოცნების" ამომრჩეველს აგინებდა"- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ, რომელიც დღევანდელ სხდომას უძღვებოდა.

მისი განცხადებით, დეპუტატი, რომელსაც ფიზუკურად გაუსწორდნენ, "ქართული ოცნების" ამომრჩეველს უცენზური სიტყვებით მოიხსენიებდა. შენგელიას თქმით, მიუხედავად ამისა, დეპუტატებს თმენის ვალდებულება არ უნდა დაერღვიათ.

"პირველ რიგში, მინდა მივმართო საზოგადოებას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მოვუხადო ბოდიში. რა თქმა უნდა, ის ფაქტი,  რაც დღეს მოხდა,  ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს მერიის შენობაში. ჩვენ საკრებულოს დეპუტატებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაგვაჩნია მეტი თმენის ვალდებულება,  თუმცა, ჩვენი ოპონენტები ყოველგვარი ხერხით და ყოველგვარი მეთოდით ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, რომელიც მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარების პირობას. ყველანაირ მეთოდით ცდილობენ ამ პროცესს შეუშალონ ხელი. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ჩვენი გუნდი მთლიანად იზიარებს იმ პოზიციას, რასაც ჰქვია ჯანსაღი საარჩევნო ურთიერთობა, პოლიტიკური განწყობა, პოლიტიკური ვითარება, შესაბამისად ის პროვოკაციები, რომელსაც პერმანენტულად ახორციელებს ეს ოპოზიციური ძალა, ნამდვილად არის მიუღებელი საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენთვის პროვოკაციები სხვადასხვაგვარია მათ შორის ეს იყო სოციალურ სივრცეში კონკრეტული დეპუტატის მხრიდან, სადაც ის შეურაცხყოფას აყენებდა ამომრჩეველს, აგინებდა. ამაზე საზოგადოებას გარკვეული რეაქცია გააჩნდა,"- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გია უკლებას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა