"ეს დღე იმის შეხსენებაცა, რომ ერთიანობას ბოროტების დამარცხება შეუძლია"
ეს დღე იმის შეხსენებაცა, რომ ერთიანობას ბოროტების დამარცხება შეუძლია - განაცხადა ქუთაისის ყოფილმა მერმა გია თევდორაძემ. ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
"მინდა, ყველა იმ ადამიანს მივუსამძიმრო, ვინც 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს ახლობლები დაკარგა. 21 სიცოცხლე შეიწირა 1989 წლის 9 აპრილმა. ეს იყო გარკვეულწილად ის ზვარაკი, რაც ჩვენ გავიღეთ ქვეყნის თავისუფლებისათვის. ამავდროულად, მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ეს დღე, დღე ჩვენი ერთობის, თავისუფლებისკენ ძალიან მტკიცე ნაბიჯის გადადგმის. ეს დღე არის იმის შეხსენებაც, რომ ერთიანობას, ერთად ყოფნას შეუძლია ისეთი ბოროტების დამარცხებაც კი, როგორიც საბჭოთა იმპერია იყო. ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც გვაქვს საერთო წარსული, საერთო აწმყო და საერთო მომავალი. ძალა ნამდვილად ერთობაშია, ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია ამ უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლა, რაც დღეს გვაქვს", -განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.
1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს კი რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















