"ეს დღე ქართველი ხალხისათვის არის თავისუფლების სიმბოლო"
9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ქუთაისელმა "რესპუბლიკელებმა". მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი და დაღუპულების სულების პატივსაცემად სანთლები აანთეს.
"ეს დღე ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისათვის არის თავისუფლების სიმბოლო. 27 წლის წინ საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა მოხდა. 9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავისუფლებასა და სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს"-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის თვმჯდომარემ ფიქრია ხაჭაპურიძემ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:50
21:51
11:02
16:29
















