ეს გაუბედეს ქუთაისს! - ელექტრომობილების პრეზენტაციის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ქუთაისში კონცერტის გამართვას აპრტოტესტებენ.
მათი თქმით, ქუთაისის პერსპექტივა არ არის ავტომშენებლის სტატუსის დაბრუნება, რადგან ეს არის საბჭოთა კავშირში დაბრუნება, ქუთაისის რეალური მომავალი არის საპარლამენტო სტატუსში.
"დღეს თბილისში ამ ღონისძიებას ვერავინ გაბედავდა, ეს გაუბედეს ქუთაისს. აქციაზე დაკავებულები ციხეში არიან, ბავშვებს თვალები დათხარეს და ეკონომიკის მინისტრმა კონცერტზე გვამცნო, რომ ქუთაისს დაუბრუნდა მანქანათმშემებლობის სტატუსი. გილოცავთ, საბჭოეთში დაბრუნებას. ეს არის ქუთაისის სირცხვილი, რას ზეიმობენ ვერ ვიგებთ", -განაცხადეს აქციის მინაწილეებმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















