|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს იყო პრიმიტიული პროვოკაცია" - დიმიტრი ცქიტიშვილი გოგი წულაიას მხარდამჭერის დაკავების შესახებ

პარტია "თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატის ბრალდებას უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა.

ცქიტიშვილის განცხადებით, გოგი წულაიას ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მათმა წარმადგენელმა საარჩევნო უბანზე კამათი თავად დაიწო და ეს პრიმიტიული პროვოკაცია იყო.
"ზოგადად, ზესტაფონში მშვიდად მიმდინაროებს არჩევნები და აქტივობა მაღალია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს იყო პრიმიტიული პროვოკაცია. საარჩევნო მაისურით მივიდა და პროვოკაცია მოაწყო, მას თხოვეს უბნიდან გასვლა, საბოლოო ჯამში, იმდენი უწესრიგობა მოაწყო, რომ პოლიციას მისი დაკავება მოუწია. დაჯარიმდება თუ არა, სასამართლო გადაწყვეტს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალები პროვოკაციებით ცდილობენ, რაღაც სურათი შეცვალონ. ფაქტია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ზესტაფონში, სოფელ სვირში "'თავისუფალი საქართველოს" წევრი დააკავეს. სასამართლოში პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი სააკაშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა. "სააკაშვილის მუქარები, დიდი ხანია ამოვარდნილია კონტექსტიდან და ადეკვატურობა დაკარგულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს არჩევნები ჩატარდეს სამაგალითოდ, დემოკრატიულ ჭრილში, იყოს თავისუფალი გამოხატვის საშუალება.მცდელობები დისკრედიტაციის და პროვოკაციის ეს არის ფუჭი, არ გამოვა, რადგან ხელისუფლებას ამოცანა აქვს მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა