|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი არჩევანი - მიმართვა ზაზა ლომინაძეს

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ხართ თქვენ. თქვენგან, როგორც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ველით კონსტრუქციულ დისკუსიას - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ წევრს და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაზა ლომინაძეს წერილით მიმართავენ.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები ზაზა ლომინაძეს მისთვის მისაღებ დროს შეხვედრას სთხოვენ.

„ბატონო ზაზა,

ჩვენ, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოვხატავთ სურვილს და საჭიროებას გაიმართოს შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

შეხვედრის გამართვის ადგილად გთავაზობთ "ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს", რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის 69. რაც შეეხება თარიღს, შეგიძლიათ 23-27 აპრილის შუალედში თქვენთვის მისაღები დრო შემოგვთავაზოთ. მოგიწოდებთ, შეხვედრის შესახებ თქვენი მხრიდან დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 22 აპრილისა.

ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ხართ თქვენ. თქვენგან, როგორც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ველით კონსტრუქციულ დისკუსიას.

ჩვენ იმერეთში, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი თქვენი მხრიდან არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და რომ თქვენ ჩვენი ინტერესები არ გაატარეთ.

მკაფიოდ გვსურს გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი არჩევანი და იგი უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან“ , - აღნიშნულია წერილში.

მიმართვის წერილის ავტორები:

 

  • სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG)
  • საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი"
  • მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD)
  • ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად" ( WAAT)
  • სამოქალაქო მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“
  • სამართლიანი არჩევნები (ISFED)
  • ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD)
  • საერთაშორისი გამჭვირვალობა - საქართველოს ქუთაისის რეგიონული წარმომადგენლობა
  • რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“
  • „განათლება და სამყარო“

 

 

 

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა