"ეს ქუჩა არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი"-ქუთაისის მერი სამუშაოების დაჩქარებულ ვადებში შესრულების პირობას დებს
ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „პრიორიტეტი“ ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარია გამოყოფილი.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუჩაზე სამუშაოების დაჩქარებულ ვადებში შესრულება იგეგმება.
"ეს ქუჩა არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი. აგრარული ბაზრის გამო აქ უამრავი ადამიანი გადაადგილდება. ვცდილობთ დაჩქარებული ვადებით დასრულდეს სამუშაოები“- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ლერმონტოვის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. იგება გრანიტის ფილები, ეწყობა ფეხით სავალი ნაწილი და მონტაჟდება გარეგანათების ბოძები.
სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშოების შესრულებისათვის სამი თვის ვადა აქვს. აღნიშნულის თანახმად, სამუშაოები 21 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















