|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს შენობა ქუთაისის მომავლის სიმბოლოა" - პარლამენტის ყოფილ შენობათან ნერგები დარგეს

დედამიწის დღის აღასანიშნავად, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,, პოსტერუმ ქუთაისი" გამწვანების აქცია პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დაგეგმა. მათი განცხადებით, აქციას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, რომ ახალგაზრდები ზრუნავენ გარემოზე და ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ მის გაჯანსაღებაში და მეორე - პარლამენტის ადგილსამყოფელი აუცილებლად ქუთაისი უნდა გახდეს ისევ.

,,ჩვენთვის, ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია ქუთაისის ფუნქციისა და როლის განსაზღვრა და მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სტატუსი ჩვენი ქალაქის მომავალია. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ დღევანდელ დღეს აღნიშნული ლოკაცია. როგორც ნერგი არის მომავლის სიმბოლო, ასევე ეს შენობა ქუთაისის ხვალინდელი დღის და მომავლის სიმბოლოა" , - განაცხადა ,,პოსტერუმ ქუთაისის " წარმომქდგენელმა ცოტნე ამაღლობელმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა