|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება ოცნების ხელისუფლების კონფორტის შექმნისათვის" - მერაბ მეშველიანი

ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება ოცნების ხელისუფლების კონფორტის შექმნისათვის - აცხადებს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი  მერაბ მეშველიანი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერიაში გაცემულ დანამატებსა და წარმომადგენლობით  ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება. 

"ქუთაისის მერიაში აღინიშნება დანამატების ზრდის ტენდენცია, 2019 წელს  2 200 000 ლარი გაიცა დანამატებზე, ანუ 7%-ით არის  გაზრდილი ამ მიმართულებით ხარჯები. ასევე მომატებულულია  შტატგარეშე თანამშრომლებისათვის გაცემული თანხები, ისინი ძირითადად პარტიული აქტივის წარმოადგენენ,  მათი შენახვა ბიუჯეტს 2 800 000 ლარი უჯდება, გაზრდილია მანქანების მოვლის და ექსპლუატაცაის ხარჯი, რამაც  783 000 ლარი შეადგინა, კოლოსალურია საწვავის ხარჯი, რამაც 2 600 000 ლარი შეადგინა. ეს არის ნათელი ნიმუში იმასა,  თუ წლების განმავლობაში ოცნების ხელისუფლება მოსახლეობის გადასახადების ხარჯზე როგორ ახდენს ძირითადად პარტიული აქტივისტების შენახვას, კონფორტის და კეთილდღეობის შექმნას,  მაშინ როდესაც ხელისუფლების მიზანს მოქალაქეებზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს"-განაცხადა მერაბ მეშველიანმა. 

შეგახსენებთ, დღეს ევრიპული საქართველოს დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით მერიის ხარჯები გაასაჯაროვეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე