|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის"

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის გამო. ქართველი სამხედრო  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა. 

"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ. ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც  ფასდაუდებელია  სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას", - ნათქვამა პრეზიდენტის განცხადებაში. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა