"ეს უნდა მოვუყვეთ უკრაინელ სტუმრებს"
ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელის შალვა კამლაძის განცხადებით, ქუთაისს ბევრი საინტერესო ისტორია მოეპოვება, რის შესახებაც შეიძლება უცხოელ ტურისტებს ვუამბოთ.
"ცნობილი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა 1911-12 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სწორედ აქ ცხოვრების პერიოდში დაწერა მან არა მხოლოდ მისი ბიოგრაფიის, არამედ უკრაინული ლიტერატურის 2 შესანიშნავი პოემა - "ქვის ბატონები" და "ტყის სიმღერა". ორივე პოემაზე დღესაც იდგმება სპექტაკლები, ასევე ორივე პოემის მიხედვით არის გადაღებული ფილმები. არსებობს ამ ორი პოემის ავთენტური- ქუთაისური ხელნაწერები - ეს უნდა მოვუყვეთ უკრაინელ სტუმრებს"-განაცხადა შალვა კამლაძემ, რომელიც ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ლესია უკრაინკას კედლის გახსნას გეგმავს.
მისი თქმით, აქ ჩამოსული უცხოელები, როდესაც იპოვიან მათ ქვეყანასთან დამაკავშირებელ ამბებს, ეს მათ ინტერეს ქალაქისადმი კიდევ უფრო გაზრდის. ასეთი ისტორიები კი ქუთაისს საძებნელი და გამოსაგონი არ აქვს.
შალვა კამლაძე "ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" ფარგლებში ცდილობს აღადგინოს ეს კავშირები, განსაკუთრებით კი, პოლონური და უკრაინული ურთიერთობებითაა დაინტერესებული. შალვა ცდილობს ეს ისტორიები თვალსაჩინოებად აქციოს და ქალაქის ქუჩებში გამოფინოს.
ამ თემაზე: ქუთაისში ადამ მიცკევიჩის პოეზიის კედელი გაიხსნა
"მქონდა ბედნიერება შევხვედროდი პოპლავსკის ქალიშვილსა და სიძეს"
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















