ეთნო-ჯაზ ჯგუფ ,,ირიაოს’’ კონცერტი ქუთაისში გაიმართება
19 აპრილს მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 19:00 საათზე გაიმართება ეთნო-ჯაზ ჯგუფ ,,ირიაოს’’ კონცერტი. დასწრება თავისუფალია. ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც არის ჯაზის და ქართული ეთნო მუსიკის ნაზავი.
ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ითვლება ერთერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისათვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ანსამბლი და მათ დებიუტს 2013 წელს დამსახურებული აღიარება მოჰყვა.
ირიაო აქტიურად გეგმავს კონცერტებს საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
,,ირიაოს’’ რეპერტუარი დაფუძნებულია ჯგუფის წევრთა სურვილზე არა ქართული უნიკალური ფოლკლორის მოდერნიზებისა, არამედ მისი ჯაზის სტილში გადაწყვეტისა. სწორედ ამიტომ დავით მალაზონიამ, ზემოხსენებულ ჟანრში თავად შექმნა სრულიად ახალი კომპოზიციები, პროგრამა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით საზღვრებს გარეთ შეხვდნენ. თუმცა ის ქართველი მსმენელისთვისაც განსაკუთრებულია, ვინაიდან ფოლკლორის ახლებურად გააზრების საინტერესო მცდელობაა და ქვეყნის ფარგლებში ხელს უწყობს ქართული მუსიკის პოპულარიზაციას.
ჯგუფის ხელმძღვანელი, სიმღერების და არანჟირებების ავტორია კომპოზიტორი დავით მალაზონია. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ნუგზარ ქავთარაძე- ქართული ხალხური საკრავები; ლევან აბშილავა - დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია; შალვა ღელეყვა-ბასი; გიორგი აბაშიძე- ვოკალი; მიხეილ ჯავახიშვილი- ვოკალი; ბიძინა მურღულია- ვოკალი.
ღონისძიების ორგანიზატორი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
ავტორი:





13:50
21:51
11:02
16:29
















