ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმერეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ორდღიანი ვიზიტით იმერეთს ეწია. ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს, ასევე სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრება.
ელჩი ქუთაისში შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ევროკავშირის პროექტებს გაეცნობა, ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი შეხვდება ორ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს შშმ პირების ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე მოინახულებს ბავშთა დღის ცენტრს, სოციალური საწარმოსა და სარეაბილიტაციო ცენტრს.
ხვალ ევროკავშირის ელჩი ეწვევა ავეჯის მწარმოებელ კომპანია „მადერა ჯორჯიას“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქართული ავეჯის (ბიზნეს) კლასტერის წევრია და ხის დამუშავების 12 წლიანი გამოცდილება აქვს. „მადერა ჯორჯია“ წარმატებით ახორციელებს ავეჯის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში და დასაქმებული ყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
ევროკავშირის ელჩი შეხვედრებს გამართავს ასევე წყალტუბოში, სადაც ოფიციალურად გახსნის ევროპის დღეებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















