|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს"  შსს საინფორმაციო-ანალიტიკურმ დეპარტამენტმა მიაწოდა.

აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი - 73 ადამიანი გერმანიიდან იქნა დეპორტირებული, ხოლო ყველაზე ცოტა - ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც 2 თვის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 1 მოქალაქის დეპპორტაცია განახორციელეს.

ქვეყნების მიხედით დეპორტირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი შემდეგია: ესპანეთი 16, საფრანგეთი
12; ბელგია 11; საბერძნეთი 11; შვედეთი 10; შვეიცარია 10; იტალია 9; პოლონეთი 9; ავსტრია 6; ლიტვა 6; დანია 5; პორტუგალია 5; ნიდერლანდები4; ნორვეგია 3.

ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, 28 მარტიდან, საქართველოს მოქალქეები ევროკავშირის ქვეყნებში გადასაადგილებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

 

წყარო: "პირველი"

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა