|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს

გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტატისტიკის ასეთი ზრდა უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ფიქსირდება.

არსებული ინფორმაციით, 2017 მარტის მონაცემებთან შედარებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 601 განაცხადი იყო შესული, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში - 1771 განაცხადი დაფიქსირდა. მსგავსი ან უფრო დაძაბული სიტუაციაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. 

„დოიჩე ველე“ წერს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ევროკავშირში, შესაძლოა, დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს, თუ თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი საგრძნობლად იზრდება, ან თუ რომელიმე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებას უქმიან საფრთხეს.

IPN.GE

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა