|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპამ საქართველოს კარი გაუღო, ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

 მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ახალი თითქმის არაფერია, არის სხვა საკითხები, რომელშიც გაერკვევიან  და შესრულებას შეუდგებიან. 

 

"17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

ევროკომისიამ რეკომენდაციაში ჩაწერა და საბჭოს მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება.

როგორც კი საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში. არის სხვა საკითხები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით და  მათ სტატუსს აძლევენ ავანსად, საქართველომ კი ჯერ პირობები უნდა შეასრულოს.

ავტორი: ნიუპრესი