|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონებში სკრინინგის უფასო აქციები მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სკრინინგის პროგრამაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პროგრამა უპრეცედენტოა და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას ზრდის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი 16 მარტს დაიწყო. მოქალაქეები სრულიად უფასოდ იტარებენ: ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის), ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ასევე, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს. კვლევებს ადგილზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ატარებს და 15 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი. სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება.

კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე – მკურნალობის დაფინანსებას.

არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.

დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ მოცემულია ბმულზე.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა