|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსი არის ქართველი ხალხი - ღარიბაშვილი

გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ჩვენ მივეცით თავს უფლება დაგვეწყო საგარეო ვალის შემცირება - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ დახმარებასთან დაკავშირებით.

პრემიერეი არც იმას უარყოფს, რომ ევროპულ სესხს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ეს მიბმულია სასამართლო რეფორმასთან. თუმცა ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული სასამართლო სანდოობით ევროპულზე გაცილებით მაღლა დგას და ამას ევროპული კვლევებიც ადასტურებს. რაც შეეხევა ევროპარლამენტარების განმარტავს, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროპა მისი უფროსი არ არის. 

"ევროპარალამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსი არის ქართველი ხალხი, 

მე ვეუბნები ქარველ ხალხს, ეს იყო სესხი.  გარდა ამისა, ამ 75 მილიონმა ევრომ პოლიტიკური დარტვირთა შეიძინა, ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ სესხზე" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერის გუშინდელი განცხადებით, საქართველო უარს ამბებს ევროპიდან დახმარების სახით გამოყოფილ სესხზე - 75 მილიონ ევროზე. დახმარების პირველი ნაწილი ქვეყანამ გასულ წელს უკვე მიიღო. საქმე იმაშია, რომ მიშელის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლის გამო ევროპა სანქციის სახით ამ სესხის შეჩერების საკითხს განიხილავდა.

ავტორი: ნიუპრესი