|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა - კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას 518-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ბლოკს, უფრო სწრაფად გააუქმოს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ, ან ადამიანის უფლებებს არღვევენ.

მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობა მოკლევადიანი ვიზიტით (90-180-დღიან პერიოდში). ის საშუალებას აძლევს ევროკომისიას ხელახლა შემოიღოს სავიზო მოთხოვნები - ჯერ დროებით, შემდეგ კი პოტენციურად სამუდამოდ, უსაფრთხოებისთვის რისკების ან არალეგალური ჩამოსვლების დიდი ზრდის შემთხვევაში.

 

ავტორი: ნიუპრესი