|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპაში კი არ „შევდივართ“, არამედ „ვბრუნდებით“ - გამოფენა მუზეუმში

ევროპაში კი არ „შევდივართ“ არამედ „ვბრუნდებით“  - ამ გზავნილით გაიხსნა  ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში  გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.

გამოფენაზე წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არტეფაქტები, რომლებიც საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ ურთიერთობებს ასახავს.

 "ეს გამოფენა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროპასთან ურთიერთობა ვინმეს აჩემება კი არაა, ესაა ჩვენი ისტორიული ხვედრი და ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი.  აქ წარმოდგენილია ნაწილი იმ არტეფაქტებისა,(რასაკვირველია, ასლები) რაც გვაკავშირებს ევროპასთან. ესა  ბიზანტიაში შესრულებული ხელნაწერები, სულხან-საბას მოგზაურობის დღიური, უცხოელი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ზიჩის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები",   - განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.  

მისი თქმით,  გამოფენა  საქართველოს ქალაქებში მოგზაურობს, ქუთაისში კი მისი ნახვა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. 

გამოფენის გახსნას ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი  დეპუტატები  დაეწრნენ. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით,  "მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებების გამართვა, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ ევროპის დიდი ოჯახის წევრი ვიყავით".

აღნიშნული გამოფენა მომზადდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობითა და მხარდაჭერით.

ღონისძიებაში ქუთაისის  #41-ე სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული, რომლებმაც  "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები გააფერადეს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა