ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა ქუთაისს 100 მლნ ევრო გამოუყო
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა ქალაქის წყალარინების პროექტის მოსაწესრიგებლად 100 მლნ ევრო გამოყო. აღნიშნულ თანხაში ქალაქში კანალიზაციის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. შოთა მურღულიას თქმით, ეს გაცილებით დიდი პროექტია, ვიდრე პარლამენტის მშენებლობა.
ქუთაისისათვის გამოყოფილ თანხაზე დღეს სამხარეოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იმსჯელა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თანხის მისაღებად ევროპის ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
აღნიშნულის შესახებ გუშინ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ინვესტიციების გასაგრძელებლად, კერძოდ, 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ქუთაისში ნარჩენი წყლების გადამუშავებისთვის გაიცემა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
18:25
15:07
12:11
















