ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი გზების მოწესრიგებას მოხმარდება
ევროპის საინვესტიციო ბანკმა, საქართველოს, სესხის სახით 100 მლნ. ევრო 25 წლის ვადით გამოუყო. მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
„საქართვ
გარდა ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სესხის სახით 250 მლნ. ევროს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობა 30 წელია, მათ შორის 7 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ზე ან LIBOR-ზეა დამოკიდებული.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული რესურსით გათვალისწინებულია შემდეგი საავტომობილო გზებისდაფინანსება: უბისა-შორაპანი, გრიგოლეთი-ფოთი, გრიგოლეთი-ჩოლოქი, რუსთავი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საჩხერე-რაჭა, საირმე-აბასთუმანი. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















