"ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო კანდიდატს 21 ივლისს ქუთაისში წარადგენს
პრეზიდენტობის კანდიდატს "ევროპული საქართველო", 21 ივლისს დაასახელებს. ამ დროისათვის ქუთაისში სპორტის სასახლეში პარტიის ყრილობაა დაგეგმილი.
"შაბათს, 18.00 სთ-ზე სპორტის სასახლეში პარტიის ყრილობა ჩატარდება, სადაც გადაწყდება, თუ ვინ იქნება "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი",- განუცხადა "ნიუპრესს" "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერაბ მეშველიანმა.
პარტიის წარმომადგენლები ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატურის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის დავით ბაქრაძე იქნება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.
არჩევნების ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 39 136 784 ლარი გამოყო.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















