|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დასახელდა

თუკი საქართველო მიდის ევროპისკენ, მაშინ სრულიად ლოგიკურია, რომ საქართველოს პრეზიდენტი "ევროპული საქართველოდან" იყოს -განუცხადა ქუთაისში სპორტის სასახლეში შეკრებილ  დელეგატებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა. 

"ევროპულმა საქართველომ"  პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.

 კანდიდატის წარდგენამდე მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და განაცხადეს, რომ დავით ბაქრაძე იქნება მთელი ქვეყნის პრეზიდენტი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძემ და  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდება მათ მიერ.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენას წარდგენას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.  

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" 3500 დელეგატი მთელი საქართველოდან შეიკრიბა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა