"ევროპულმა საქართველომ" საკრებულოს სხდომების ბოიკოტირება შეწყვიტა
ქუთაისის საკრებულოს სამთვიანი პაუზის შემდეგ "ევროპული საქართველოს" დეპუტატი მერაბ მეშველიანი დაუბრუნდა. პარტიამ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტირება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოუცხადა.
"პარტიის გადაწყვეტილებით, ბოიკოტირების რეჟიმს ვწყვეტთ. ჩავერთვებით ყველა საკითხის განხილვაში, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისა და ჩვენი მოსახლეობისათვის", -განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
სხდომას არ ესწრებოდა ევროპული საქართველოს მეორე დეპუტატი დავით გოგისვანიძე. როგორც მეშველიანმა განმარტა, ის პარტიულ საკითხთან დაკავშირებით თბილისში იმყოფება და შემდეგ სხდომებს ისიც შემოუერთდება.
ჯერ კიდევ ბოიკოტირების რეჟიმში რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები. ოპოზიციამ სხდომებში მონაწილეობაზე უარი 20 ივნისის მოცვლენებთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად განაცხადა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















