"ევროსტანდარტების ყველა მოთხოვნის შესრულება დღეს ბიზნესისათვის რთულია"
შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ტრენინგ–სემინარები ტარდება. საქართველოს დამსაქმებელთა ასციაციამ მორიგი შეხვედრა იმერეთში გამართა. ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ იმერეთში არსებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს საქართველოს შრომით კანონმდებლობაში არსებული ნორმები და ახალი რეგულაციები გააცნო.
კორძახიას განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში საფუძვლიანი ცვლილებები ხორციელდება შრომის კანონმდებლობის, შრომის ბაზრის ინსტიტუტებისა და მართვის სფეროში. მისივე განცხადებით, ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოსთვის წარმოადგენს გამოწვევას, რაც არის მრავალმხრივი და მოითხოვს სტრატეგიასა და აქტივოვებს საქართველოს მთავრობისგან, დამსაქმებელთა და პროგფკავშირების ორგანიზაციებისგან. საჭიროა ინტეგრირებული მიდგომა დიალოგის კულტურის განვითარებასა კანონის პატივისცემის ხელშესაწყობად.
მიხეილ კორძახიამ იმ მოთხოვნებსა და რეგულაციებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეკრულების ფარგლებში დაუწესდა. მისი თქმით, დღეისათვის ევროსტანდარტების ყველა მოთხოვნის შესრულება არა თუ შემაფერხებელი, დამღუპველია ბიზნესისათვის. რადგან არ არის სათანადო პირობები და ბიზნესი ვერ არის ძლიერი, რომ მან ამ დროისთვის ყველა გამოწვევას გაუძლოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეტაპობრივად ყველა ნორმის შესრულება უნდა მოხდეს ისე, რომ ამით არ შეფერხდებს ბიზნესის განვითარება. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ხდება იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ჯანმრთელობას უკავშირდება.
დამსაქმებლები მათი უფლებებისა და მოთხოვნების გასაცნობად ჩატარებულ ტერნინგებს დადებითად აფასებენ. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ შრომითი ხელშეკრულებები, რომ მომავალში რაიმე სახის გართულებები თავიდან იქნას აცილებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















