|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდეს, სახლი მთლიანად დაიწვა"

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მეგრელიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. სახლის მეპატრონის თქმით, ხანძარი განგებ გააჩინეს.

"ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდეს,  ცეცხლი სახლს მოედო და ყველაფერი დაიწვა", -აცხადებს დაზარალებული. მისი თქმით, არ იცის, დანაშაული ვინ ჩაიდინა.  

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ჯგუფი მუშაბს. ცეცხლის ძირითადი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია.

გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა