როდის დასრულდება ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია ?
ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია თებერვლში დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდა. როგორც მერიაში განმარტავენ, შეთანხმება ორმხრივად მოხდა და ცუდ ამინდებს უკავშირდება.
„რადგან ცუდი ამინდები იყო, კომპანია სამუშაოებს ვერ ასრულებდა, ამიტომ შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება სამი თვით გაგრძელდება და ფალიაშვილის რეაბილიტაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება“,-აცხადებს მერიის პრესსამსახური.
სამუშაოებს შპს "გი-ან 2011" 413 000 ლარად ასრულებს. კომპანიის თანამშრომლებიც სამუშაოების დროში გაჭიანურებას უამინდობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ გასული წლის ბოლოს მუშაობა შეუძლებელი იყო.
კომპანია ფალიაშვილის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია გასული წლის ივლისში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა. თუმცა ამ დროისთვის სამუშაოების მხოლოდ ნაწილი შესრულდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















