ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ზუგდიდის რეფერალური საავადმოყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი გაბრიელ ლუკავა, ექიმების განცხადებით დღეს დილიდან კონტაქტური გახდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ჯერჯერობით, დაშავებულისთვის ოპერაციის გაკეთება არ არის სავალდებულო, რადგან იმედოვნებენ, რომ თავის ტვინში გაჟონილი სისხლი ნელ-ნელა გაიწოვება და მცირეწლოვანის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
შეგახსენებთ, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გაბრიელ ლუკავა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















