|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფანჯრის მხარეს თუ დაჯდები, არა უშავს" - ქუთაისში საგამოცდო ცენტრებში კონდიცირება არ არის

ღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.

ქუთაისში  სამი საგამოცდო ცენტრი მუშაობს. გამოცდები  ქუთაისის # 1, 17 და 41 სკოლებში ტარდება. ამ დროისთვის ქუთაისში რაიმე სახის დარღვევა, ან აბიტურიენტთა მოხსნის ფაქტი არ ყოფილა.

აბიტურიენტების განცხადებით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა პრობლემას სიცხე უქმნით. მათი განცხადებით, შენობაში არ არის კონდინცირება.

"შენობაში კონდიცირება არ არის და ძალიან ცხელა.  ფანჯრის მხარეს თუ დაჯდები,  არა უშვას", -განაცხადეს აბიტურიენტებმა.

კონდინცირება ქუთაისის არცერთ საგამოცდო ცენტრში არ არის. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისში ჰაერის ტემპერატუირა 40°-ს აღწევს.

საგამოცდო ცენტრებთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სამსახურების ეკიპაჟები.

 შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდების ხანგრძლივობა 2 საათ ნახევარს შეადგენს. 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა