|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფასები რეკორდულად იზრდება - საქსტატის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (16.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.2 პროცენტი), თევზეული (2.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (1.7 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ავტორი: