|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფეიერვერკებით და შამპანურებით ზეიმობდნენ და ამ თანხას ზესტაფონელების კისერზე ამოიღებენ"

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი  "თავისუფალი საქართველოდან" გოგი წულაია არჩევნების შედეგებს აფასებს. მისი თქმით, არჩევნებმა ზეწოლის ქვეშ ჩაიარა. ამასთან, განმარტავს, რომ  მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ზესტაფონელებს, როგორც მათი მერი. 

"ეს არ იყო არჩევნები, ეს ზეწოლა იყო და მე გვარს და სახელებს ვასახელებდი, ვინც ატერორებდა ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. რა უნდა ვთქვა, ეს ტრაგედიაა.  მე დავმარცხდი თუ არა, მერი ვიქნები თუ არა, ზესტაფონში  დიდი სიყვარული დამრჩა და მათ წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი და ვარ მათი მერი, მეყვარება ეს ადამიანები და რაც შემეძლება მათ დავეხმარები. ეს იყო გუშინდელი განცხადებაც, როდესაც თავი მერად გამოვაცხადე.

ტრაგედია არის კიდევ ერთი რამ. გუშინ ფეიერვერკებით და შამპანურებით ზეიმობდნენ, მინდა, ვუთხრა ზესტაფონელ ამომრჩევლებს, ვინც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, მათ კისერზე ამოიღებენ ამ თანხას,  მაგრამ სამწუხაროდ, იმ ადამიანების კისერზეც ამოიღებენ, ვისაც სწორი პოზიცია ქონდა და ცვლილება უნდოდა. მოლოდინი მაქვს ცუდი,  ხელისუფლება, რომელიც  ყველაფერს აკეთებს თავი შეინარჩუნოს, დაათავრებს ცუდად და გაქრება "მოქალაქეთა კავშირის" მსგავსად, მაგრამ ეს იქნება ცუდი ფორმებით და ცუდი ქვეყნისთვის",-განაცხადა გოგი წულაიამ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა