|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფერების ფესტივალი და ელექტრონული მუსიკა წყალტუბოში

წყალტუბოში 14 ივლისს ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება.

როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ღონისძიებაზე  მოეწყობა გასართობი და შემეცნებით თამაშები,   სპორტული აქტიობები,  გაიმართება ფერების დღესასწაული. 

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ელექტრონილ მუსიკას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ლადო ჯანელიძე და DJ NIKA , DJ Teo Ceo და მოცეკვავეები.

პროგრამაში შედის საქალაქო თამაშები sity game, ასფალტზე ხატვა, ბოდი არტი, მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, იუმორისტული საათი.

ფესტივალი მოეწყობა სანატორიუმ ,,მედეას'' ,,შემოქმედებით ხეივანში''.  საღამოს  დაასრულებს ფოიერვერკი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა