ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2019" იწყება
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ყოველწლიური ფესტივალი იწყება. ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2019" 2 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.
ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრები, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, რუმინეთის და აზერბაიჯანის თეატრალური დასები მიიღებენ.
თეატრალურ ფესტივალს მესხიშვილის თეატრი სპექტაკლით "ჰეკაბე" გახსნის. ყოველდღიურად წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თეატრალური დასის სპექტაკლი.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია, ყველა ჩვენება 18:30 წუთზე იწყება.
20 ივნისს ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
"თეატრალური იმერეთი" მეათედ თეატრალური საზოგადოების, იმერეთის გუბერნიის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















