|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია"- "ევროპული საქართველოს" ბანერი პარლამენტში

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა საპარლამენტო დარბაზში ბანერი გამოკიდეს  წარწერით- "ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია". ამით დეპუტატებმა  საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ კონსტიტუცია ერთ პარტიაზეა მორგებული. ოპოზიციის წევრებმა პლაკატი  ელენე ხოშტარიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაშალეს.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტეს ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, რომლებმაც სხდომის დარბაზი დატოვეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა