ფიზიკური რეაბილიტაცია და მისი მნიშვნელობა
ფიზიკური რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი საფეხურია ტრავმის, სხვადასხვა ქრონიკული ავადმყოფობის ან პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პროცესში. მისი მიზანია ფუნქციების აღდგენა, ტკივილის მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტებია:
- თერაპიული ვარჯიში : ინდივიდუალურად მორგებული სავარჯიშო პროგრამაა, რომელიც მოიცავს გაჭიმვებსა და გამაძლიერებელ ვარჯიშებს. მისი მიზანია მოქნილობის გაზრდა, კუნთების სიძლიერისა და გამძლეობის გაუმჯობესება.
- მანუალური თერაპია : გულისხმობს ხელით შესრულებულ ტექნიკებს, როგორიცაა მასაჟი, სახსრების მობილიზაცია და სხვა მანიპულაციები. ამცირებს კუნთების დაჭიმულობას, ანთებას და აუმჯობესებს სახსრის მოძრაობის დიაპაზონს. ეს მეთოდი ეფექტურად ამსუბუქებს ტკივილს და სიხისტეს, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად შეასრულოს სავარჯიშოები.
- სხვადასხვა დამხმარე თერაპიები, რომელებიც გამოიყენება შეხორცებისა და ტკივილის მართვისათვის, მაგალიტად ულურაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია და სხვა.
- პაციენტის განათლება : მთავარი მიზანია პაციენტმა შეიცნოს მისი მდგომარეობის არსი, შეინარჩუნოს სწორი ცხოვრების სტილი, პოზა, სხეულის მექანიკა, გაიგოს, თუ რა იწვევს ტკივილს, რაც დაეხმარება მას შემდგომი გართულებების და ტრავმების პრევენციაში.
როდის გამოიყენება ფიზიკური რეაბილიტაცია?
ფიზიკური რეაბილიტაცია გამოიყენება მრავალი მდგომარეობის სამკურნალოდ, მათშრისაა:
- ორთოპედიული ტრავმები : მოტეხილობები, სახსრის ამოვარდნა, მყესებისა და იოგების დაზიანება, კუნთები დაჭიმვა. რეაბილიტაცია ამ შემთხვევებში ხელს უწყობს მოძრაობის დიაპაზონის აღდგენას, კუნთების გაძლიერებას და ქსოვილების შეხორცებას.
- პოსტოპერაციული პერიოდი: მენჯ-ბარძაყის, მუხლის ან სხვა სახსრების ენდოპროთეზირება, ხერხემლის ოპერაციები. თერაპევტი ეხმარება პაციენტს ტკივილის მართვაში, მოძრაობის აღდგენასა და ძალების მოკრებაში, რაც აუცილებელია წარმატებული რეაბილიტაციისთვის.
- ნევროლოგიური დაავადებები: ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ზურგის ტვინის დაზიანებები. ამ შემთხვევებში რეაბილიტაცია ფოკუსირებულია ბალანსის, კოორდინაციის, სიარულისა და კუნთების ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე.
- ქრონიკული ტკივილი: ართრიტი, ფიბრომიალგია, ზურგისა და კისრის ქრონიკული ტკივილი. ფიზიკური თერაპია გვთავაზობს არამედიკამენტურ მიდგომას ტკივილის სამართავად, რაც მოიცავს გაჭიმვებს, გაძლიერებას და პაციენტის განათლებას ტკივილის მექანიზმების შესახებ.
- სპორტული ტრავმები: მოთამაშეების მომზადება სპორტში დასაბრუნებლად და ახალი ტრავმების პრევენცია.
ფიზიკური რეაბილიტაცია ,,ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში” არ არის მიმართული მხოლოდ დაზიანებული უბნისაკენ, მისი დადებითი თვისებები მთლიანი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირების საწინდარია. მისი მიზანია არა მხოლოდ მიმდინარე პრობლემის მოგვარება, არამედ მომავალი გართულებების პრევენცია, დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესება.
ავტორი:






















