"ფლანგვის დეტექტორი" ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, ქუთაისის მერია უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად კორუფციულ გარიგებებში შევიდა. ორგანიზაციის მტკიცებით, უსახლკაროებისათვის გამოყოფილი ფულიდან მერიამ 2 მილიონი ლარი "საეჭვოდ დახარჯა".
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი მოითხოვა, მაშინ როცა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით მიხედვით თავშესაფრის რეალური ღირებულება 2.3 მილიონს შეადგენს.
"ფლანგვის დეტექტორი" მტკიცებით, მერიამ კონკურსის პროცესი წარმართა ისე, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ პირს, შპს „სანოს“. შპს სანომ, რომელსაც საჭიროზე თითქმის ორჯერ დიდი თანხა გადაუხადეს ბიუჯეტიდან სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო. როგორც ორგანიზაციამ გაარკვია, შპს "სანოს" დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჭანტურიძე პარლამენტარი ნინო წილოსანის პარტნიორია უამრავ ბიზნესში.
დეპუტატს "რუსთავი 2" ესაუბრა, მან ლევან ჭანრტურიძესთან ახლობლობა დაადასტურა, თუმცა ქუთაისის საქმესთან რაიმე შემხებლობა უარყო.
შეგახსენებთ, სოციალური საცხოვრისის პროექტი ქუთაისის წინა მერის შოთა მურღულიას მმართველობის პერიოდზე მოდის. მერიამ შენობა 2017 წელს ჩაიბარა. პრობლემებზე საუბარი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინადრებმა შენობაში არსებული პირობები გააპროტესტეს. ქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ საკითხი შესასწავლად საგამოძიებო ორგანოებს გადასცა. შოთა მურღულია კი აცხადებდა, რომ არსებული პრობლემები საქმის მწარმოებელ კომპანიას უნდა მოეგვარებინა, რისთვისაც ბიუჯეტში საგარანტიო თანხა არსებობდა.

სოციალური საცხოვრისი - ავარიული შენობა თუ ბინადართა დაუდევრობა?[PHOTO/VIDEO]
ქუთაისში მერთან შესახვედრად მისული სოციალური საცხოვრისის ბინადრები ცუდად გახდნენ
ქუთაისის მერიასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















