|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფონდ "ქუთაისში" თანხის გადარიცხვაზე თანხმობა მერიის და საკრებულოს 119-მა თანამშრომელმა გამოთქვა

ქუთაისში შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ხელფასის 1%-ით გადარიცხვის თანხმობა მერიისა და საკრებულოს მხოლოდ 119-მ თანამშრომელმა გამოთქვა. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  საქველმოქმედო ფონდი „ქუთაისში“ ივლისის თვეში 976 ლარი გადაირიცხა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში მერიის გარდა მითითებული იყო ააიპების და შპს-ების თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, რაზედაც პასუხის არ მიგვიღია, შესაბამისად, გაუგებარია, ააიპების და შპს-ების თანამშრომლებმა თანხა არ გადარიცხეს, თუ მერიამ ინფორმაცია  არ გაასაჯაროვა. 

მერიის მტკიცებით, თანამშრომლების მიერ თანხის გადარიცხვა ნებაყოფლობით ხდება და ყველა თანამშრომელმა საკუთარი ნებით მიმართა მერს. საპირისპიროს აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე. როგორც მან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ თანხების გადარიცხვა ხდება ზეწოლით. 

" ეს ააიპი იმითაა საინტერესო, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი, თანხების გადარიცხვა ხდება ზეწოლით. ჩვენ ვესაუბრეთ ქუთაისის მერიის თანამშრომლებს და ისინი ნამდვილად ადასტურებენ იმას, რომ მათ გადასცეს წინასწარ მომზადებული განცხადება, რომლითაც ისინი მიმართავდნენ ქუთაისის მერს და ითხოვდნენ მათი ხელფასიდან ყოველთვიურად აღნიშნული ფონდის სასარგებლოდ გადაირიცხოს  ერთი პროცენტი. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ მათ ნებაყოფლობით მიმართეს მერს აღნიშნული განცხადებით. თანამშრომლები, ასევე პირად საუბარში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი "ზედამხედველობს" აღნიშნულ ფონდს და რეალურად ფონდი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება",- განაცხადა ზაალ გორგიძემ რადიო "ძველ ქალაქთან" საუბარში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის საქმიანობით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ვიცე-მერმა ნინო თავლთვაძემ ფონდის საქმიანობის შესწავლისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა. თვალთავძის თქმით, ფონდის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე და ამის შესწავლა ყველას შეეძლება. 

ფონდი დაარსებისთანავე გახდა კრიტიკის მიზეზი. უკმაყოფილო თანამშრომლები, კულუარულ საუბრებში თანხის გადარიცხვას აპროტესტებდნენ. როგორც მათ "ნიუპრესს" გაუმხილეს, სურვილის საწინააღმდეგოდ მოაწერეს ხელის განცხადებას, რადგან სამსახურის დაკარგვის შეეშინდათ. 

ფონდს საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილ ყულაბას უწოდებს ოპოზიცია, მის პოლიტიკურობას იმითაც ხსნიან, რომ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ააიპის ხელმძღვანელი და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი თამთა ბაკურაძეა. 

ქუთაისის მერი ირწმუნება, რომ მერიას ფონდთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა გადაჭრით შეუძლია იმის თქმა, რომ ფონდი, რომელიც თვითმმართველობისგან დამოუკიდებლად  არის დაფუძნებული  თანხებს საარჩევნო პერიოდში არ გასცემს. 

 "მათგან(დამფუძნებლებისაგან) ვიცი და ჩვენი თხოვნაც იყო, რომ არჩევნების მსვლელობის დროს ფონდი დახმარებებს არ გასცემს. ეს მათგან რაც ვიცი ინფორმაცია, ასევე ვიცი, რომ საბჭო იქნება ფონდის მმართველი და ეს ფონდი არ იქნება "ქართული ოცნების" ხაზინა"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

ფონდის წევრებმა თანხის გადარიცხვის შესახებ მხოლოდ თვითმმართველობის თანამშრომლებს მიმართეს და განცხადებების ფორმა არ დაიურიგებიათ იმერეთის გუბერნიაში, რომელიც იმავე შენობაშია განთავსებული. ფონდი "ქუთაისი" რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.

 

 

ფონდ "ქუთაისს" მერიის სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასებიდან თანხები უკვე დაერიცხა

"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით

"ეს არის წინასაარჩევნოდ ე.წ. პარტიული ყულაბის შექმნის მცდელობა"-გიგა შუშანია

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა