|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა მიმართ ძალადობა აქციით გააპროტესტა

დღეს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის შემზარავი ფაქტის საპროტესოდ მდუმარე აქცია გამართა და შუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიას , რომლის სლოგანია: გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის!

ფონდის თანამშრომლების გარდა, აქციაში მონაწილეობა NGO ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ახალგაზრდებმაც მიიღეს.

ფონდის ფორუმ თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნა თეატრალური პერფორმანსი ძალადობის პრევენციის თემაზე და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის მანძილზე ფონდ „სოხუმს“ ათეულობით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები, ვორქშოპები, დისკუსიები, პრეზენტაციები, კონფერენციები, ფსიქოლოგების და იურისტების კონსულტაციები და სხვა საინტერესო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი სოფლებსა და ქალაქებში თანასწორობის და ქალთა გაძლიების თემებზე. საერთაშორისო კამპანია დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი