ფოტოკონკურსი ,,წიგნი ობიექტივიდან" გრძელდება
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის №13 საქალაქო ბიბლიოთეკა–ფილიალი აცხადებს ფოტო-კონკურსს სახელწოდებით: ,,წიგნი ობიექტივიდან“, რომლის მიზანია წიგნის პოპულარიზაცია. ფოტონამუშევარი უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს.
კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა. კონკურსის მონაწილე ვალდებულია ფოტოები წარმოადგინოს ელექტრონული და დაბეჭდილი სახით. ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი. გამოფენა-დაჯილდოება გაიმართება 27 მაისს.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და მათ ჯილდოები გადაეცემათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ფოტონამუშევრების გამოგზავნა ბეჭდური და ელექტრონული სახით 20 მაისამდე შეუძლიათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















