ფოტოკონკურსის „კადრი ქუთაისი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფოტოკონკურსის „კადრი ქუთაისი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის გამარჯვებული მამუკა კაკაურიძე გახდა. მეორე ადგილი მინდია ჩანქსელიანმა, ხოლო მესამე - გიორგი კილაძემ დაიკავა.
ფოტოკონკურსი 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება და კონკურსანტების ფოტოები ყოველწლიურ ალბომში იბეჭდება. კონკურსის ორგანიზატორის თამთა თურმანიძის განცხადებით, წელს ფოტოკონკურსს სახელწოდება შეეცვალა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. „ფოტოკონკურსს შევუცვალეთ სახელწოდება, მაგრამ ეს არის მემკვიდრე იმ ფოტოკონკურსის, რომელიც ტრადიციულია ჩვენი ქალაქისთვის. გვაქვს ერთი ნომინაცია, რომელიც ატარებს ილოს სახელს. სასიამოვნოა, რომ ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. წელს მათი რიცხვი 40-მდე გაიზარდა".
კონკურსის გამარჯვებულის, მამუკა კაკაურიძის თქმით, ჯილდო, რომელიც მიიღო, დასაფასებელია: „გამარჯვების ემოცია სხვა გრძნობაა. ვეცდები, ჩემი ფოტოებით დავაფასო თქვენი სიყვარული. ფოტოგრაფები, წამს ვაჩერებთ. ამქვეყნად მარადიული არაფერია, ჩვენ მხოლოდ წამის შეჩერებას ვცდილობთ“,-აღნიშნა მან.
პირველ ადგილზე გასული 800 ლარით დაჯილდოვდება. მეორე ადგილოსანი - 600 ლარით, მესამე ადგილზე გასულს კი 500 გადაეცემა. ნომინაცია „ილო“ – 400 ლარით განისაზღვრა.
ფოტოკონკურსმა ასევე გამოავლინა "პუბლიკის სიმპათია", რომლის გამარჯვებულიც თეონა ჭეიშვილი გახდა. მას ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით გადაეცემა.
ფოტოკონკურსი ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. კონკურსის მიზანს ნიჭიერი ფოტოგრაფების, როგორც პროფესიონალების ასევე მოყვარულების, გამოვლენა და ქუთაისში ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
_1.jpg)
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
16:27
13:32
16:29
















