|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოთში გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

ფოთში, „შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

მოძრაობის წევრები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებენ. მათ და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. საინფორმაციო კამპანიის წარმომადგენლების ცნობით, პირებს შორის, რომლებიც ხელისუფლებამ ადგილზე მიიყვანა, ფოთის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრები არიან.

ფოთის ოცნების ოფისში დიდი სამზადისია. მიდის ბოლო ინსტრუქტაჟი ვინ სად უნდა ჩასაფრდეს - დაწერა გიგი უგულავამ ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა