|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფულის გათეთრების ნაცვლად თაღლითობა - სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე მხარე გაასაჩივრებს

 მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თავისუფლებაში რჩებიან.  სასამართლომ  ე. წ. ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ.

თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა  7 წლის ვადით შეეფარდათ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ პატიმრობა არ შეეფარდათ,  სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის საკითხი, ღირსების საკითი და იმ ადამინებისთვის იმედის დაბრუნების საკითი, რომლებსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა, რომ ქვეყანასც აქვს შანსი, რომ იქნება გამარჯვებული. გპირდებით,  გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნ ის საუკეთესო მომავლისთვის, ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა"- განაცხადა ხაზარაძემ. 

 თავის მხრივ სასამართლოს განაჩენს,  სავარაუდოდ, პროკურატურაც გაასაჩივრებს. 

ავტორი: ნიუპრესი